შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1996 წელს დაბადებულ ნ.მ. - ს , რომელიც ავტომობილის შეძენით იყო დაინტერესებული, მანქანის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს და მიისაკუთრეს დიდი ოდენობით თანხა, ჯამში - 50 000 -მდე აშშ დოლარის ოდენობით.
პოლიციამ ა.ფ. და რ.გ. ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს", -აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.