სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

03 ნოემბერი 2025, 10:22 116 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა „სადახლოს“ გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე,  ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,კლეფედრონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე