საკონსტიტუციო სარჩელი

02 ნოემბერი 2025, 12:25 136 ნახვა

ცხრა თვე გადაწყვეტილების მისაღებად - ასაკრძალთა სიაში მოხვედრილი სამივე პარტია ბარიერგადალახულია, თუმცა საკუთარი სურვილით საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩენილი. სიაში არ მოხვდა გახარიას პარტია, სწორედ იმ მიზეზით, რომ ისინი უკვე მუშაობენ პარლამენტში. საქმის არსებითი განხილვის შემდეგ გაირკვევა, რით ამყარებს სარჩელს მმართველი გუნდი იმის დასამტკიცებლად, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი მართლაც უქმნიდა საფრთხეს კონსტიტუციურ წესრიგს.

ასაკრძალთა სიაში მოხვედრილები ამბობენ, რომ ამ პარტიების გაუქმებით „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გასუფთავებას ცდილობს.

საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა კიდევ ერთი სარჩელი - „ლელო“ იმ საკანონმდებლო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვს, რომლითაც პარტიებისა და კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას აპირებენ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ბრიუსელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე