შს სამინისტროს განცხადება

01 ნოემბერი 2025, 14:51 128 ნახვა

თბილისში აქციის მონაწილეების დაკავებები გრძელდება. გუშინ საღამოს პოლიციამ აქციის კიდევ ორი მონაწილე - ყოფილი დიპლომატი გიორგი წიქარიშვილი და ზურა მენთეშაშვილი დააკავა.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მათ. პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც ბოლო 5 დღის განმავლობაში აქციის 29 მონაწილე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით,  რუსთაველის გამზირის უკანონოდ გადაკეტვის გამო.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს”, - წერია უწყების განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე