ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს ვიდეოხაფანგის საშუალებით, შემთხვევა ბოლნისში დაფიქსირდა.
ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა რცხილას სახეობის 4 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტომობილით ახორციელებდა.
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ბოლნისის საქმიან ეზოში.