სერბი ფეხბურთელი ახალ სეზონს "ტორპედოში" გაატარებს

14 თებერვალი 2020, 14:17 1780 ნახვა

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" ძლიერდება. "ტორპედოს" ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა ინფორმაცია გაავრცელა სადაც წერია, რომ ნახევარმცველ ვანია მარკოვიჩს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც სერბი ფეხბურთელი ახალ სეზონს "ტორპედოში" გაატარებს. განცხადების მიხედვით 25 წლის სერბი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს.

სპორტსმენმა კარიერა ბელგრადის პარტიზანში დაიწყო. 2012-დან 2017-წლამდე ის პოლონური კორონას ღირსებას იცავდა, საიდანაც 2017 წელს ვარდარში გადაბარგდა. ვარდარის მაისურით მარკოვიჩმა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩი ჩაატარა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში