ამბულატორიები მედიკამენტების გარეშე

05 თებერვალი 2020, 20:42 1484 ნახვა

მინისტრს დღეს შეკითხვა იმ პროგრამაზეც დაუსვეს, რომლის მიხედვითაც გარკვეული  კატეგორიის მოქალაქეებს სპეციალური მედიკამენტები 1 ლარად გადაეცემათ. „მთავარმა“ ამ წამლების დეფიციტზე და მარაგების ამოწურვაზე რეპორტაჟი არაერთხელ მოამზადა. მედიკამენტების მიწოდების საკითხი ხშირადაა შეფერხებული ხულოშიც, სადაც პროგრამაში ათასობით ადამიანია რეგისტრირებული.

ლარიანი წამლების პრობლემა ერთია, მეორე კი პირველადი მოხმარების მედიკამენტების თემაა - აღმოჩნდა, რომ სოფლებსა და თემებში ამბულატორიების ნაწილი საერთოდ ცარიელია. ნაწილში გასულ წელს დარჩენილ ნაშთებს იყენებენ, ზოგიერთი წამლის პოვნა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მედიკამენტების დეფიციტი მაღალმთიან აჭარაში და ჩავარდნილი ტენდერი - როდის მიაწვდიან ამბულატორიებს პირველადი მოხმარების წამლებს?

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი