ტრამპმა სტოლტენბერგს ახლო აღმოსავლეთში ნატო-ს როლის გააქტიურება სთხოვა

09 იანვარი 2020, 10:30 314 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  დონალდ ტრამპმა და იენს სტოლტენბერგმა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები განიხილეს და აშშ-ის პრეზიდენტმა სტოლტენბერგს ახლო აღმოსავლეთში ნატოს როლის გაძლიერება სთხოვა.

შეთანხმდნენ, რომ ნატო-ს შეუძლია რეგიონულ სტაბილურობასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო დიდი წვლილი შეიტანოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში