ირანსა და ერაყში არსებული ვითარება - ნატო-ს ელჩები საგანგებო სხდომას გამართავენ

06 იანვარი 2020, 15:00 2048 ნახვა

დღეს უნდა გაიმართოს  ნატო-ს ელჩების საგანგებო შეხვედრა ბრიუსელში, სადაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილება. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგი ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.

ოფიციალური თეირანი ვაშინგტონს „შურისძიებით“ ემუქრება. ერაყის პარლამენტის წევრები აშშ-ს ჯარების განდევნის გეგმას მხარს უჭერენ. „ბიბისის ინფორმაციით, ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პარლამენტარები მოუწოდებენ უცხოელ ჯარს, დატოვონ ქვეყანა.ყასემ სულეიმანის გადმოსვენებას ირანის ქალაქ აჰვაზში ათასობით ადამიანი დაესწრო. 

3 იანვარს აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში