ღაზის სექტორში ჰამასის მძევალთა გათავისუფლების პროცესი დაიწყო

13 ოქტომბერი 2025, 10:51 136 ნახვა

ჰამასმა ღაზის სექტორში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაკავებული ბოლო მძევლების პირველი ჯგუფი წითელ ჯვარს გადასცა. ეს სამშვიდობო შეთანხმების მთავარი პირობაა, რომელიც გზას უხსნის ომის დასრულებას, რომელიც ღაზას სექტორში 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო. მძევლების  გათავისუფლება ორ ეტაპად ხორციელდება.

პირველი შვიდი მძევალი ქალაქ ღაზაში წითელ ჯვარს გადასცეს.  გათავისუფლებული მძევლები ისრაელის ტერიტორიაზე ჩავიდნენ, სადაც მათ პირველადი სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეთ.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების მეორე ეტაპი ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე ღაზას სექტორის სამხრეთით გაიმართება.

წითელი ჯვარი უკვე მეორე შეხვედრის ადგილისკენ მიემართება, განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალებმა. ათას 966 პალესტინელი პატიმარი, რომელთა გათავისუფლებაც დღეს იგეგმებოდა, ისრაელის ციხეებში ავტობუსებში  უკვე ჩასვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე