ყველა ბედნიერია - ტრამპი

13 ოქტომბერი 2025, 14:09 127 ნახვა

ისრაელის პარლამენტში გამოსვლამდე ტრამპი ჟურნალისტებს გაესაუბრა. მან ხაზი გაუსვა თავის როლს ღაზის შეთანხმებაში. „ყველა ბედნიერია, ებრაელები, მუსლიმები,  არაბული ქვეყნები. ყველა ქვეყანაში ქუჩებში ცეკვავენ“, - თქვა მან.

ტრამპი დარწმუნებულია, რომ  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შესრულდება. პრეზიდენტმა თავი აარიდა უფრო სერიოზულ კითხვებს იმის შესახებ, თუ რა მოხდება შემდეგ, კერძოდ, როგორ უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას და ღაზის მართვას და არ დააკონკრეტა შემდეგი ნაბიჯები.

რაც შეეხება მრავალეროვნული ძალების შესაძლო განლაგებას, რაც იგულისხმება მის 20-პუნქტიან გეგმაში, მაგრამ მხარეებს შორის ჯერ არ არის შეთანხმებული, ტრამპმა უპასუხა: „ეს იქნება დიდი, ძლიერი ძალა“. მან ასევე თქვა, რომ მისი „მშვიდობის საბჭო“ ღაზას სამართავად „ძალიან სწრაფად“ შეიქმნება.

ისრაელის მთავრობა დონალდ ტრამპს ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის  უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოს, ღირსების მედალს გადასცემს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე