აშშ-ში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

13 ოქტომბერი 2025, 09:09 268 ნახვა

სამხრეთ კაროლინაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა- განაცხადა  ქალაქ ბოფორტის ოლქის შერიფის ოფისმა.

წმინდა ელენეს კუნძულზე მდებარე რესტორანში გვიან ღამით პოლიცია გამოიძახეს, რომელსაც შემთხვევის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით რამდენიმე ადამიანი დახვდა.

დაშავებულთაგან ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია. შერიფის ოფისმა განაცხადა, რომ ინციდენტს იძიებს, თუმცა დამატებითი დეტალებისგან თავი შეიკავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე