ინდოეთში ხველის საწინააღმდეგო სიროფის მიღების შემდეგ თირკმლის მძიმე დაზიანების დიაგნოზით სამი წლის ბიჭუნა გარდაიცვალა. იგი უკვე მე-19 ბავშვია, რომელიც მიმდინარე თვეში ტოქსიკური წამლის მიღების შემდეგ დაიღუპა. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები გარდაიცვალნენ სრესან ფარმას ქოლდრიფის სიროფის მიღების შემდეგ, რომელიც შეიცავდა ტოქსიკურ დიეთილენგლიკოლს დასაშვებ ზღვარზე თითქმის 500-ჯერ მეტი რაოდენობით.
„ქოლდრიფის“ მედიკამენტის ბრენდი აიკრძალა მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს ჩატარებულმა ტესტმა დაადასტურა ქიმიური ნივთიერების არსებობა. ტამილნადუს შტატში დაფუძნებული კომპანიის მფლობელი, რომელიც ხველის საწინააღმდეგო სიროფს ამზადებდა, გასულ ოთხშაბათს დააკავეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ბოლოდროინდელი შემთხვევა ხაზს უსვამს „მარეგულირებელ ხარვეზს“ ინდოეთის მიერ ქვეყნის შიგნით გაყიდული მედიკამენტების კონტროლზე და გააფრთხილა, რომ ზოგიერთი ექსპორტი შესაძლოა არაოფიციალურად განხორციელდეს.
„მსოფლიოს აფთიაქის“ სახელით ცნობილი ინდოეთი მოცულობით მესამე უდიდესი წამლის მწარმოებელია აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე