ფოტო: GMA NEWS-მა გამოაქვეყნა
დღეს დილით, მზის სრული დაბნელება მოხდა. ამ ბუნებრივი მოვლენის დროს, დაბნელების სისრულე მხოლოდ ძალიან ვიწრო კორიდორის გასწვრივაა შესაძლებელი, ამჯერად იშვიათ მოვლენას ინდოეთის სამხრეთ ნაწილიდან აკვირდებოდნენ. ყველაზე კარგად "ცეცხლოვანი რკალი" ქალაქ დინდიგულიდან ჩანდა.
ჩვენი დროით დაახლოებით 10:30 წუთზე, მთვარემ მთლიანად გადაფარა მზე და ცეცხლოვანი რკალი წარმოიშვა, რომელიც ფოტოზე ჩანს.
იშვიათ მოვლენის გაშუქება სხვადასხვა მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა, ამ თემაზე მომზადებული პუბლიკაციები მილიონობით ადამიანმა ნახა და გააზიარა.
მზის სრული დაბნელება საოცარი ბუნებრივი ფენომენია და მრავალი ადამიანი სპეციალურად მოგზაურობს შორი მანძილიდან ამ მოვლენაზე დასაკვირვებლად. ბოლო მზის სრული დაბნელება 2009 წლის 22 ივლისს მოხდა.