ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბობენ, რომ კარტოფილის მოყვანას აზრი აღარ აქვს, რადგან მას დაავადებები ანადგურებს. გვიყვებიან მასშტაბურად გავრცელებულ ლპობის შემთხვევებსა და „კარტოფილის კიბოზე“. ითხოვენ დახმარებას. დაავადებების გავრცელების შესახებ ჯერ კიდევ 3 წლის წინ გახდა ცნობილი, კვლევებით ხულოს სოფლებში დაავადებები მიმდინარე წლის ზაფხულშიც დადასტურდა.