ბათუმის სარაგბო კლუბი ,,დიდი 10-ის'' ლიდერია

16 დეკემბერი 2019, 10:23 2239 ნახვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ჩემპიონატის დიდი 10-ის მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართა, ბათუმის სარაგბო კლუბი სტუმრად ბოლნისში ‘’ყოჩებს’’ ესტუმრა და 22:12 დაამარცხა. ანგარიში ბოლნისელმა თემო სოხაძემ ჯარიმით გახსნა, თუმცა პასუხად ბათუმელებმა ბურთი ფრთაზე გაშალეს და ნიკა ნინიძემ ლელო გაიტანა, ხოლო ბექა ურჯუკაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

,,ყოჩებმა’’ მე-14 წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. 28-ე ზღვისპირელებმა კიდევ ერთხელ გაშალეს შეტევა მარჯვენა ფრთაზე, დურმიშხან ჯაბნიძე მბოჭავმა ვერ შეაჩერეს და ბათუმმა ანგარიში 6:12 გახადა. პირველი ტაიმის მიწურულს და მეორეს დასაწყისში გატანილი ჯარიმებით, ,,ყოჩებმა’’ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მალევე ურჯუკაშვილმა ჯარიმით უპასუხა და ‘'ბათუმმა'’ ლიდერობა დაიბრუნა. შეხვედრის ბოლო წუთზე ანზორ სიჭინავას კონტრშეტევას ურჯუკაშვილი მიყვა და ლელო გაიტანა და გარდასახვით საბოლოო შედეგი - 22:12დააფიქსირა.

ბათუმელთა მთავარმა კონკურენტმა რუსთავის ,,ხარებმა’’ კი თბილისის ‘’აკადემიასთან’’ შეხვედრა ფრედ 27:27 დაასრულეს. 11 ტურის შემდეგ დიდი 10-ის გათამაშებას 37 ქულით მოქმედი ჩემპიონი ბათუმის სარგბო კლუბი ლიდერობს. ორი ქულით ნაკლები აქვს მეორე ადგილზე მყოფ რუსთავის ,,ხარებს’’.

საქართველოს რაგბის ეროვნულ ჩემპიონატში ზამთრის შესვენება დაიწყო და 2020 წლის თებერვალში განახლდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი