„ქართული ოცნება“ - 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - შეფასებები

25 ნოემბერი 2019, 20:10 1753 ნახვა

თემა დახურულია - ასეთი იყო კახი კალაძის და „ქართული ოცნების“ პასუხი რამდენიმედღიან პროტესტზე და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნაზე. ასეთი განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა დაგეგმილი აქციის წინ გააკეთა. თქვა, რომ ისინი იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ მიიღებენ მონაწილეობას,  არ დაუპირისპირებენ კანდიდატს. ამას ოპოზიციამ უკვე უწოდა „ვაჭრობა.“

მთავარი განსახილველი თემა დღეს მოსალოდნელი კიდევ ერთი რისკი იყო - კალაძის თქმით შესაძლოა გამოკითხვა მომავალში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის ჩატარდეს, არადა წესით ეს კონსტიტუციითაა გარანტირებული.

„დაცინვა,“„პოლიტიკური თაღლითობა“ და „არასერიოზული დამოკიდებულება“  - ასეთია დღის ოპონენტი პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხრიდან. ამბობენ, რომ ხელისუფლება კრიზისიდან გამოსავალს არ ეძებს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი