მოსახლეობა კურორტ გოდერძზე განთავსებული ჯიხურებით სარგებლობას ითხოვს

21 ნოემბერი 2019, 15:38 2109 ნახვა

კურორტ გოდერძზე  მცირე მეწარმეები  ტერიტორიაზე განთავსებული  ჯიხურების  მიმდინარე სეზონზე დატოვებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრო  სწრაფი კვების, აქსესუარების და  მცირე კომერციული ობიექტების  ტერიტორიიდან აღებას ითხოვს და მოახლოებულ  სეზონზე ისინი შემოსავლის გარეშე რჩებიან. საკითხთან დაკავშირებით  პრეტენზიები გამოთქვა ხულოს საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის"  წევრმაც.   ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ  ამჟამად   მუშაობა მიმდინარეობს რომ კურორტზე  მოქალაქეების  საქმიანობა  კანონიერ ფარგლებში მოექცეს, ვინაიდან სივრცე საინვესტიციო  მიწის ნაკვეთებისთვის საერთო სარგებლობის ტერიტორიაა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში