საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედროები აშშ-დან საქართველოში გამთენიისას დაბრუნდნენ.
ისინი საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ მარათონში Allied Forces Foundation-ის მონაწილეობდნენ.
ვაშინგტონში, არლინგტონის ომის მემორიალის ტერიტორიაზე გამართულ მარათონში ფინიშის ხაზი ქართველი მონაწილეებიდან პირველმა უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრე შამუგიამ გადაკვეთა. 42-კილომეტრიანი დისტანცია მან 3 საათსა და 26 წუთში დაფარა. კაპრალმა ლევან წერეთელმა კი, 42 კილომეტრის გარბენა 4 საათსა და 37 წუთში შეძლო.
მარათონში ქართველი სამხედროები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, დანიის, ავსტრალიის, პოლონეთის, კანადის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.
ქართველი სამხედროები საზღვაო ქვეითთა მარათონში 2015 წლიდან ასპარეზობენ.