დახარჯული ხუთი მილიონის მიუხედავად სამი სოფელი ისევ წყლის გარეშეა

29 ოქტომბერი 2019, 20:02 2038 ნახვა

5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, წყლის პრობლემა კი მაინც ვერ მოგვარდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში. შუახევის მერიამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო ნენია-ფურტიო-ბუთურაულის წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის პროექტის განხორციელება, მაგრამ 2019 წელს წყალი სახლებამდე მიყვანილი ისევ არაა.

მერიაში ირწმუნებიან, რომ კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა და იგი დააჯარიმეს. ახლახან კი ახალი გამარჯვებული გამოავლინეს და წყალს ეზოებამდე 2020 წლის ზაფხულში მიიყვანენ. მოკლედ წესით, მომავალი წლის არჩევნებამდე 800-მდე აბონენტს შუახევის სოფლებში წყალი უკვე უნდა ჰქონდეს. 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში