უვადო მოსამართლეობის კანდიდატები

29 სექტემბერი 2019, 20:20 1257 ნახვა

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო და ამ დრომდე 5 კანდიდატს მოუსმინეს: თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, შოთა გეწაძეს, მირანდა ერემაძესა და მამუკა ვასაძეს. სამუშაო ჯგუფი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-ვე კანდიდატს მოუსმენს.

მათ კითხვებს უსვამენ როგორც პოლიტიკოსები მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან, ასევე - მესამე სექტორის წარმომადგენლები. კითხვები შეეხება გახმაურებულ საქმეებს და მათთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებებს, კანონებს, ღირებულებებს, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე - ქვეყანაში მიმდინარე ბევრ სხვა  აქტუალურ და მწვავე საკითხს.

მწვავე და კრიტიკულია არასამთავრობო სექტორის შეფასება. დოკუმენტაციის შესწავლისა და ამ დრომდე ჩატარებული გასაუბრების შედეგად აქ მიაჩნიათ,  რომ წარმოდგენილი კანდიდატები ხშირ შემთხვევაში კომპეტენციით, კვალიფიკაციითა და ღირებულებებით დასაკავებელ პოზიციებს არ შეეფერებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი