დაკავებები გზის გადაკეტვის ბრალდებით

01 ნოემბერი 2025, 20:01 142 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რუსთველი გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებული გიორგი წიქარიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, მას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი წიქარიშვილის რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.შსს-ს თანამშრომლებმა გიორგი წიქარიშვილი, 31 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს”, - წერია უწყების განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე