ირაკლი კობახიძე საქართველოში ყირგიზეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაკსატ მამიტკანოვს შეხვდა

25 ნოემბერი 2025, 15:01 41 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მაკსატ მამიტკანოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა ბოლო წლებში საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის დადებით დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებში ყირგიზეთის ჩართულობასა და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე.



 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი