ქობულეთის საკრებულო

25 ნოემბერი 2025, 14:51 121 ნახვა

2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტი განიხილეს ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე.

ფინანსური დოკუმენტის მთავარი პრიორიტეტები საკრებულოს წევრებს მუნიციპალიტეტის მერმა წარუდგინა. მომავალი წლის ბიუჯეტი 6-მილიონი ლარით გაზრდილია და  მიმდინარე წლისას დაახლოებით 7%-ით აღემატება.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, 47% იზრდება ბიუჯეტი  გარემოს დაცვის მიმართულებით, გაორმაგდა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება, 12 პროცენტიანი ზრდაა განათლების მიმართულებით. 

დაგეგმილია მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია.  ფიჭვნარის ახალი სანაპირო ზოლის მოწყობა, თანხები იზრდება სოციალური სახლის მშენებლობისთვის. გათვალისწინებულია ჩოგბურთის სპორტული მოედნის მოწყობა გელაურში და  მერიის წინ  ცენტრალური მოედნის განახლება და რეაბილიტაცია. ასევე 8 ახალი ავტობუსის შეძენა. 10% იზრდება, თვითმმართველობაში დასაქმებული პირების სახელფასო განაკვეთი.

ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები ჰქონდა ლელო ძლიერი საქართველოს წევრს, რომელმაც სოფლებში  წყლის პრობლემასა და მოძველებულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ახალი ბიუჯეტი არ პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს. ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას უკან დაუბრუნდა და დეკემბრის ბოლოს ახალი რედაქციით საკრებულო განიხილავს და დაამტკიცებს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი