ბრიუსელი წევრი სახელმწიფოების ფულს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად იყენებს, მაშინ როდესაც ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია - ვიქტორ ორბანი

02 ნოემბერი 2025, 10:38 134 ნახვა

უნგრეთის პრემეირ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ბიუჯეტის დიდ ნაწილს, რომელსაც წევრი სახელმწიფოებისგან იღებს, უკრაინაში ომის დასაფინანსებლად ხარჯავს.

ორბანის თქმით, ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია ჩაფლული.

„ბრიუსელს საკუთარი ფული არ აქვს. ის ჩვენს ფულს, წევრი სახელმწიფოების ფულს იყენებს უკრაინაში ომის დასაფინანსებლად. ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უკრაინას უნდა გადაეცეს, მაშინ როდესაც ევროპის ეკონომიკა ღრმა პრობლემებშია. ომის დაფინანსება ვალებითა და გადასახადების ზრდით სტრატეგია არ არის, ეს დანგრევისკენ მიმავალი გზაა. მშვიდობის დროა, ევროპის აღდგენის დროა!“ – წერს უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე