იუნესკო-ს კონფერენციის ფარგლებში, ქალაქ სამარყანდში ქართული კულტურული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი პავილიონი გაიხსნა და მიღება გაიმართა

01 ნოემბერი 2025, 15:02 66 ნახვა

იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიის ფარგლებში, ქალაქ სამარყანდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიხსნა ქართული პავილიონი, რომელიც ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას მიეძღვნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული პოლიფონიური მუსიკის თანხლებით მიღება გაიმართა.

მიღება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე, ღვინის დაყენების 8 000-წლიან ტრადიციასა და ქართული პოლიფონიური მუსიკის უნიკალურობაზე ისაუბრა. როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართული ღვინო და პოლიფონიური სიმღერა იუნესკო-ს მიერ აღიარებულია, როგორც კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი და საქართველო ამაყობს, რომ ღვინის სამშობლოა.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკ კოლეგას მხარდაჭერისთვის, გულთბილი მასპინძლობისთვის და საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.

მიღებას ესწრებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ბახტიორ საიდოვი, უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლები, UNESCO-ს ხელმძღვანელი პირები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები და დიპლომატები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე