დაგეგმილი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

22 ნოემბერი 2025, 10:45 52 ნახვა

„საარჩევნო კოდექსის“ განხილვა გრძელდება. შეფასებებისას მთავარი აქცენტი ემიგრანტების საპარლამენტო არჩევნების მონაწილეობის წესის ცვლილებაზე კეთდება. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში შეეძლებათ.

გადაწყვეტილების მიზეზად საერთაშორისო პრაქტიკის გადმოღება, გარე ჩარევის შეზღუდვა და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება სახელდება.

ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, მათი თქმით, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მხარს „ქართულ ოცნებას“ არ უჭერს, რის გამოც ხელისუფლება მათ ხმის უფლებას უზღუდავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე