გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს შეხვდა

50 წუთის წინ 78 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების შეფასებისა და ინსპექტირების დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ იაშარ ქადიოღლუს შეხვდა.

იაშარ ქადიოღლუ ხელმძღვანელობდა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას, რომელიც საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ჩამოვიდა - დელეგაციის წევრები, ქართველ კოლეგებთან ერთად, ავიაკატასტროფის ადგილზე  შესაბამის ძებნა-შველის ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, იაშარ ქადიოღლუმ მადლობა გადაუხადა გეკა გელაძეს ეფექტიანი მუშაობისა და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. თურქი გენერლის თქმით, ქართული საპოლიციო დანაყოფები, რომლებიც ავიაკატასტროფის ადგილზე მუშაობდნენ გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმითა და სტანდარტით.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალი ქაან ორბაი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, საელჩოს პირველი მრჩეველი მელიკე ილმაზ ოსკიფერი და სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი ესწრებოდნენ.

თურქულმა  სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა 11 ნოემბერს  საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში განიცადა. შედეგად, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 20 მოსამსახურე დაიღუპა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე