განსაკუთრებულია თითოეული დიპლომატის როლი საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში - პრემიერი

03 ნოემბერი 2025, 10:06 131 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.

როგორც ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, განსაკუთრებულია თითოეული დიპლომატის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.

„საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს. განსაკუთრებულია თითოეული დიპლომატის როლი საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში. მადლობას გიხდით ამ გზაზე გაწეული შრომისთვის და პროფესიონალიზმისთვის. გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – წერს კობახიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე