საჯარო სკოლებში ანტინარკოტიკული კამპანია იწყება, რომლის მიზანია მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განათლების მინისტრთან ერთად, ანტინარკოტიკული ახალი კამპანიის პროექტი სკოლების წარმომადგენლებს წარუდგინა. პირველ ეტაპზე შეხვედრები – თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში გაიმართება.
კამპანიის პირველ ეტაპზე, წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით 60 საჯარო სკოლაში, მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებს ფსიქოაქტიური ნივთიერებების მავნე ზეგავლენის, მისი მოხმარების პრევენციისა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების შესახებ.