ხვალ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი საგარეო საქმეთა კომიტეტებზე ერთი წლის განმავლობაში “ქართული ოცნების“ ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრებს და ანგარიშს წარადგენს.
ამის შემდეგ კი, მომხსენებლები, საგარეო საქმეთა კომიტეტზე შეიმუშავებენ რეზოლუციას, რომელშიც ის ძირითადი რეკომენდაციები იქნება გაწერილი, რაც “ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს მძიმე შედეგების თავის ასარიდებლად.
ოპოზიცია კრიტიკულ დასკვნას ელოდება და დარწმუნებულია, რომ ხვალინდელი ანგარიში იქნება ძალიან მძიმე და “ოცნება“ უნდა დაელოდოს ევროკომისიის მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებს.