ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნის ინიციატივა

01 ნოემბერი 2025, 15:01 127 ნახვა

ცენტრალიზებული შესყიდვის ორგანოს შექმნასთან დაკავშირებულ ინიციატივას ეხმაურება  საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი. გურამ დუმბაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.

მისი განმარტებით, „ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანოს შექმნა დაკავშირებულია იმ მიდგომასთან, რომ თუ აქამდე შემსყიდველი ორგანიზაცია სხვადასხვა პირობებს იყენებდა ერთსა და იმავე საქონელთან დაკავშირებით, ამიერიდან სახელმწიფოს ექნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი პირობები, როგორც გამოცდილებასთან, ასევე ფინანსურ მაჩვენებლებთან მიმართებით.

რაც შეეხება ბაზრის კვლევის მოდულს, ფიქრობს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ 40 000-მა ეკონომიკურმა ოპერატორმა მიიღოს ბაზრის კვლევაში მონაწილეობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამარტივებული შესყიდვების დროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე