ტანმოვარჯიშეებმა დღეს ოფიციალური ვარჯიში ჩაატარეს

03 სექტემბერი 2019, 14:03 1860 ნახვა

ხვალ ბათუმი სპორტულ ტანვარჯიშში რუსუდან  სიხარულიძის სახელობის რიგით მე-6 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრება ვაჟთა და ქალთა შორის ტარდება, რომელშიც  14 ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.

დღეს ტანმოვარჯიშეებმა ოფიციალური ვარჯიში გამართეს. ხვალ შეჯიბრების საკვალიფიკაციო ეტაპია, რომელიც დილის 10 საათიდან დაიწყება. 15 საათზე კი შეჯიბრება ოფიციალურად გაიხსნება.

5 და 6- სექტემბერს  ცალკეულ  იარაღებზე ფინალური ეტაპი ჩატარდება. წელს პირველად იასპარეზებს საქართველოს სახელით რუსეთის წარმომადგენელი მარია ხარინკოვა რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ცნობისთვის პოლიტიკური მოვლენების გამო რუსეთის ძირითადი ნაკრები და ორი კლუბი შეჯიბრებაზე არ ჩამოვიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი