ამაზონის ტყე რეკორდული სისწრაფით იწვის

23 აგვისტო 2019, 10:33 5018 ნახვა

ამაზონის ტყეში ხანძარს ამ დრომდე უშედეგოდ ებრძვიან.

ბოლო ერთ კვირაში  ცეცხლის 10 000-მდე ახალი კერა გაჩნდა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ეკოსისტემა საფრთხის ქვეშაა.

პლანეტის ფილტვებად მიჩნეულ ტყეში სალიკვიდაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

გუშინ ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა,  რომ ამაზონის ტროპიკულ ტყეში მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანას რესურსი არ ჰყოფნის. 

ამაზონის ტყეში გაჩენილ ხანძარს ტვიტერით გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტიც. „ჩვენი სახლი იწვის“ დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა და განმარტა, რომ ეს საერთასორისო კრიზისია.

ემანუელ მაკრონიმ დიდი შვიდეულის წევრ სახელმწიფოებს სამიტზე ამაზონის ტყეში ხანძრის საკითხის განხილვისკენ მოუწოდა.

ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში