გუშინ სტარტი აიღო ესპენეთისა და გერმანიის ჩემპიონატებმა.პირველ ტურში გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის ,,ბაიერნი’’ საკუთარ ,,ალიანს არენაზე’’ ბერლინის ,,ჰერტას’’ დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში ფრე 2:2 ეთამაშა.
24-ე წუთზე გნაბრის საგოლე გადაცემის შემდეგ გოლი ლევანდოვსკიმ გაიტანა , თუმცა 12 წუთში ლუკბაკიომ წონასწორობა აღადგინა. 38 -ე წუთზე კი ჯურიჩმა დედაქალაქელებს პირველი ტაიმი მოაგებინა. მეორე ტაიმში ,,რეკორდ-მაისტერმა’’ შეტევებს მოუმატა და 59-ე წუთზე ლევანდვსკიმ თერთმეტრმეტრიანი ზუსტად შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დღეს ,,ბუნდესლიგაში’’ კიდევ 6 მატჩი გაიმართება. დორტმუნდელები სახლში ,,აუსბურგს’’ უმასპინძლებენ.
ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში კი კატალონიის ,,ბარსელონამ’’ ბილბაოში ადგილობრივ ,,ატლეტიკთან’’ 1-0 მოულოდნელად წააგო.მატჩის ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ბასკების ლიდერმა ადურიზმა გაიტანა.
დღეს ,,ლა ლიგაში’’ კიდევ 5 შეხვედრა გაიმართება. პირველ ტურში მადრიდის ,,რეალი’’ გასვლაზე ,,სელტა ვიგოს’’ შეხვდება .