ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში საავტომობილო გზაზე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია ლითონის ცხაურის მოწყობა შეღებვა, ბეტონის არხების გაყვანა.
პროექტისთვის მთლიანობაში ადგილობრივი მერიის ბიუჯეტიდან 18 ათასი ლარი დაიხარჯება. პარალელურად სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები კიდევ რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს.