ინდოეთში წყალდიდობის შედეგად  150-ზე მეტი  ადამიანი დაიღუპა

12 აგვისტო 2019, 10:36 1634 ნახვა

ინდოეთში, ძლიერმა მუსონურმა წვიმებმა წყალდიდობები და მეწყრული პროცესები გამოიწვია.  კარნატაკას, კერალას და მაჰარაშტრას შტატებში სტიქიამ ასობით ათასი ადამიანი თავშესაფრის გარეშე დატოვა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით,  დაიღუპა 152 ადამიანი.  რამდენიმე მათგანს კი ამ დრომდე ეძებენ.

სტიქიისგან დაზარალებულ შტატებში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.

წყალდიდობას კერალას შტატში  60 ადამიანი ემხსვერპლა, სპეციალურ ბანაკებში კი 165 ათასზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. საცხოვრებელი სახლები 3-4 მეტრიან ტალახის მასაშია მოყოლილი. დაინგრა 200-ზე მეტი საცოხოვრებელი სახლი.  კარნატაკას შტატში, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, უძველესი ქალაქი ჰამპი დაიტბორა.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში