დღეს თბილისის „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება

08 აგვისტო 2019, 11:27 1475 ნახვა

დღეს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ როტერდამის „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრას უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 42 წლის სერჰი ბოიკო იქნება.

თბილისის „დინამო“ „ფეიენოორდს“, 1981 წელს, თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში შეხვდა და ორმატჩიან დაპირისპირებაში  როტერდამელები 3:2 დაამარცხა.

ფინალში კი გერმანული იენის „კარლ ცაისს" ანგარიშით 2:1 სძლია და "თასების მფლობელთა თასის" ჩემპიონი გახდა.

დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი