აჭარის საიმიჯო რგოლები National Geographic- ზე

05 აგვისტო 2019, 12:15 1580 ნახვა

აჭარის საიმიჯო რგოლებს წელს პირველად National Geographic-ის მილიონობით მაყურებელი ეცნობა. რეგიონის სატელევიზიო რეკლამა სამოგზაურო არხზე დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ლატვიასა და ესტონეთში ტრიალებს. პარალელურად აჭარაზე სტატიებსა და ბლოგებს ამზადებს ფორბსი, კოსმოპოლიტანი, VOGUE, ZOE Magazine, L’Officiel და სხვა გავლენიანი მედიაგამოცემები. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონის რეკლამირება ასევე, გრძელდება გარე და ონლაინ რეკლამით, ტრადიციულ და ახალ სამიზნე ქვეყნებში.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში