კალიფორნიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

06 ივლისი 2019, 16:59 4800 ნახვა

კალიფორნიაში 7,1 მაგნიტუდის  სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. CNN-ის ცნობით, არიან დაშავებულები.

ეპიცენტრი ქალაქი რიჯკრესტი იყო. მიწისძვრის შედეგად  დაიბზარა და ჩამოინგრა შენობები,  დაზიანდა მაგისტრალები და კომუნიკაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დროებით თავშესაფარში 130 ადამიანი  რჩება.

მიწისძვის შედეგად, გაზის გაჟონვის გამო  რამდენიმე ადგილას გაჩნდა ხანძარი. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ათასობით ადამიანი.

CNN-ის ცნობით ეს მიწისძვრა გაცილებით ძლიერი და დამანგრეველი იყო, ვიდრე რამდენიმე დღის წინ მომხდარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი