ქაბულის დიპლომატიურ კვარტალში აფეთქება მოხდა. ამერიკის საელჩოდან რამდენიმე მეტრში, თვითნაკეთი ბომბი, ე.წ. IED-ი აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ქაბულში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ მიაწოდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებისას 100კგ ტროტილის ექვივალენტი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.
მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, სავარაუდოდ დაიღუპა და დაშავდა ათეულობით მოქალაქე.
აფეთქება დღეს, 1 ივლისს, დაახლოებით 08:30-ზე მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.