ნიკა მელია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

27 ივნისი 2019, 16:02 2791 ნახვა

ნიკა მელია 30 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ, მოსამართლე თემურ გოგოხიამ გაათავისუფლა. გენერალური პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა,  საქალაქო სასამართლოს უწყებამ დილით მიმართა.

სხდომის მსვლელობის დროს, ნიკა მელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ის კლანის წევრია და დღეს  დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.  „მე ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია მურუსიძე-ჩინჩალაძესთან დაკავშირებით. მე ვნახე 93 დაჩოქილი დეპუტატი. არ მაქვს რწმენა, რომ თქვენ იქნებით პირუთვნელი, ობიექტური და სამართლიანი მოსამართლე. ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურად ნაკარნახევი. თქვენ არ ხართ ჩეულებრივი მოსამართლე, თქვენ ხართ კოლეგიის თავმჯდომარე, ასეთ თანამდებობაზე ვერ დაინიშნებოდით, რომ არ იყოთ კლანის წევრი. მე ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, რომ თქვენ გული მოგილბოთ  და სხვანაირი ნიკა მელია წარმოგიდგინოთ, რათა პატიმრობა არ შემიფარდონ. ამას ვერც თქვენ ეღირსებით და ვერც ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ნიკა მელიამ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ტაში და შეძახილები მოჰყვა. 

დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი, საქართველოს პარლამენტმა გუშინ მოუხსნა, იმისთვის რომ დღეს სასამართლოსთვის მიემართა. 91 დეპუტატმა მხარი დაუჭირა დადგენილებას, 50 წინააღმდეგი წავიდა. 

პროკურატურა ირწმუნება, რომ ნიკა მელია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობდა.

საქმე სსკ 225-ე მუხლით მიმდინარეობს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი