პრეზიდენტი თელავში ბატონის ციხის კომპლექსსაც ესტუმრა. მიხეილ ყაველაშვილმა საექსპოზიციო სივრცეები, არქეოლოგია-ეთნოგრაფიისა და სახვითი ხელოვნების დარბაზები დაათვალიერა. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პროექტებს გაეცნო. პრეზიდენტთან ერთად, ბატონის ციხის კომპლექსში კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, დეპუტატები და თელავის მერი იმყოფებოდნენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            