სამი ოპოზიციური პარტიის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია. ცნობილია რომ სამართლებრივი პროცესის დაწყების შემდეგ დაასახელებს მმართველი გუნდი ვინ იქნება სასამართლოს სხდომებზე მათი წარმომადგენელი.
თავის მხრივ სამართლებრივი დავის დაწყებისთვის ემზადებიან ის პარტიები, რომლებიც ქართული ოცნების სარჩელში მოხვდნენ. საკონსტიტუციო სარჩელით მმართველი გუნდი სამი ოპოზიციური პარტიის: - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“; „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ. ამასთან საკონსტიტუციო სარჩელის ფარგლებში კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა მოთხოვნილი არ არის.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            