სპეციალურ  დოკუმენტზე მუშაობას  იწყებს მთავრობა, რომელშიც როგორც პრემიერ-მინისტრმა დაანონსა გაიწერება   კონკრეტული მიზნები და ამოცანები,   რომლებსაც  დაეფუძნება ქვეყნის განვითარება სხვადასხვა  მიმართულებით. ინიციატივა ირაკლი კობახიძემ  მთავრობის  სხდომაზე გაახმოვანა. 
მთავრობის მეთაურმა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით გასული რამდენიმე თვის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციას და შესაბამის კომპანიებს შორის. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            