შუახევში დაბის კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რამდენიმემეტრიანი კედლის ჩამოსხმა მიმდინარეობს. დაგეგმილია უსაფრთხო ბილიკისა და სკვერების მოწყობა, აშენდება მოსაცდელი, განახლდება გარეგანათების სისტემა, ჩატარდება ფერდსამაგრი სამუშაოები და კეთილმოეწყობა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია. ინფრასტრუქტურული ღონისძიებებისთვის ადგილობრივი მერია მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.