შუახევის მუნიციპალიტეტში მალე სამი ბაღი გაიხსნება. დღვანში, კვიახიძეებსა და მაწყვალთაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ადმინისტრაციულ შენობებში განთავსდება.
ბაგა-ბაღების გახსნა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Civitas Georgia'' -ს ორგანიზებით 2016 დაიწყო და შემდგომში მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადავიდა. ამჟამად შუახევში 6 ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებს.