ქვედა მახოს მოსახლეობის პროტესტი  

18 თებერვალი 2019, 00:00 1874 ნახვა

ქვედა მახოს მოსახლეობა ამბობს, რომ კერძო კომპანიას სოფლიდან ინერტული მასალა უნებართვოდ გააქვს. მათ არაერთხელ მიმართეს შესაბამის სამსახურებს სამუშაოების შეჩერების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

მერიაში განმარტავენ, რომ კომპანია „მაჭახელა“ ითხოვდა, ტბორული სათევზე მეურნეობის მოწყობას, რაზეც უარი უთხრეს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამმართველოში ირწმუნებიან, რომ  ამ ეტაპზე  წიაღის  უკანონოდ ამოღების შემთხვევა   არ ფიქსირდება. რა სამუშაოებს აწარმოებს კომპანია “მაჭახელა” აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამის შესახებ კომენტარის გაკეთებას კომპანია მოგვიანებით დაგვპირდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში