რა სახის მხარდაჭერას ელოდება სოფელი?

07 თებერვალი 2019, 00:00 1768 ნახვა

არ ვიცით ექნებათ თუ არა ქედის ამ სოფელში საშუალება ამ პრობლემის მოგვარებისთვის გამოიყენონ მთავრობის მიერ გამოყოფილი ფული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არამარტო ამ მიმართულებაზე, არამედ ჯერ საერთოდ არ ვიცით ვინ შეძლებს კონკრეტულად დაფინანსების მიღებას და როდის დაასრულებს აჭარის მთავრობა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ კოპირებას.

ცნობილია რომ 2 მილიონი ლარი გამონახულია, ახლა მთავრობამ სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზე უნდა მიიღოს დადგენილება და პროგრამა მუნიციპალიტეტებს მიაწოდოს. საუბარია 322 სოფელზე, სადაც საკითხები და საჭიროებები კრებებზე უნდა გადაწყდეს.

სხვა რეგიონებისგან განსხვავებით აჭარაში ჯერ კრებები არ დაწყებულა.

როგორც ჩანს თანხის გამოყოფის, კრებების დაწყების, პროექტების წარდგენის ვადები აჭარის შემთხვევაში მცირედით გადაიწევს - შესაბამისად ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ალბათ შედარებით გვიან დაიწყება. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი