განადგურებული წიწვოვანი ხეები შუახევში - მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წელია მავნებელი მწერია გავრცელებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნაძვები გამხმარია თითქმის ყველა სოფელში, განსაკუთრებით მწვავედ დგას პრობლემა ჭვანასა და ზამლეთში.
აქ ქარსაცავი ზოლის გაქრობასა და მოსალოდნელ ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას. მავნებლის შესახებ ცნობილია სატყეო სააგენტოსთვის. უწყება წელს დამატებითი ღონისძიებების გატარებას გეგმავს.